ამ წუთებში საბურთალოს საოლქო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა იწყება, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა საჩივრები სამართლიანად იქნეს განხილული.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარეობს საჩივრების განხილვა, ცესკოს თავმჯდომარეს თამაზ ფოლადაშვილს მოწვეული ჰყავს ვითომ და არაპარტიული დამკვირვებლები სინამდვილეში ესენი არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
ვითხოვთ, რომ სამართლიანად ჩატარდეს საჩივრების განხილვა და ხალხს დაუბრუნდეს ის ხმები, რაც თამარ ჟვანიამ მოპარა. ჩვენ არ გავჩერდებით, ყოველდღიურად გვექნება სხვადასხვა ოლქთან აქციები, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დააბრუნონ ცესკომ და ხელისუფლებამ მოპარული ხმები.“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.











