თანამედროვე ადამიანისთვის ჩაცმულობა ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავია, რასაც საკმაოდ დიდ რესურსს ვუთმობთ, რადგან ყველას სურს უკეთ გამოიყურებოდეს. გარეგნობაზე ზრუნვა საკმაოდ დადებითი ტენდენციაა, რომელიც სულ უფრო მეტად იხვეწება. შოპინგი ნებისმიერი ადმაიანისთვის დღესასწაულია, მათ ხომ ახალი სამოსის შეძენა სურთ, ამისთვის კი უამრავი მაღაზიაა სანახავი, დღის ბოლოს კი გემოვნებიანად ჩაცმულები აუცილებლად ჩაიძირებიან ენდორფინების ზღვაში. შოპინგი უამრავი ადამიანის ცხოვრების შეუცვლელი ნაწილია, რაც საკმაოდ დადებითად აისახება როგორც გარეგნობაზე, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, ჯიბეზეც. შოპინგისთვის აუცილებელი არაა ახალი ტანსაცმლის გადაუდებელი ყიდვის საჭიროება იყოს, ეს უბრალოდ მოვლენაა, რომელიც ყველას ასე სიამოვნებს. შოპინგის ერთ-ერთი „ბნელი მხარე“ მისი ფინანსური ნაწილია, ამიტომ ყველა ცდილობს სასურველი სამოსი რაც შეიძლება ნაკლებ ფასად ჩაიგდოს ხელში, დემოკრატიულ ფასად შოპინგი ნამდვილად ხელოვნებაა.
შოპინგი შემდგრად მაშინ ითვლება, თუკი სასურველ სამოსს აუცილებლად ვიპოვით, ხოლო თუკი ის ძალიან მისაღებ ფასად არის წარმოდგენილი, ეს უკვე აღსანიშნავი ამბავია. დაბალი ფასის საპოვნელად შეიძლება მთელი მაღაზიის შემოვლა მოგიწიოთ, თუმცა დღის ბოლოს ამას ნამდვილად არ ინანებთ. ასევე, ხშირია ფასდაკლებებიც ხოლმე, ამიტომ სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ საყვარელი ბრენდის ვებ-გვერდს ჩაუჯდეთ, რათა აქცია არ გამოგეპაროთ.
დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის საუკეთესო ადგილი აუთლეტ მაღაზიებია, სადაც საკმაოდ დაბალ ფასში ბრენდების პროდუქტს მიაგნებთ. ათლეტი ნიშური მაღაზიაა, სადაც ბრენდები ათავსებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით გამოუშვეს და გაყიდვა სეზონზე ვერ მოასწრეს, ან რაიმე სახის გარეგნული წუნი აქვს, რომელიც უმეტესად შეუმჩნეველია ხოლმე. ასეთი ტიპის სამოსი წარმოუდგენლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი, ხოლო რაოდენობის მხრივ შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს დარჩენილი, ამიტომ სასურველია მაშინვე დაიტაცოთ, რადგან შეიძლება მერე გაყიდული დაგხვდეთ.
უცხოეთში აუთლეტ მაღაზიაში შოპინგი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის მაგალითადაც აუთლეტ მაღაზიების სხვადასხვა ტიპის კოცეფციებიც გამოდგება, რომელიც დიდ ტერიტორიაზეა განთავსებული ათასობით ადამიანი სტუმრობს დღის განმავლობაში. მათგან ყველაზე საინტერესო აუთლეტ სოფლის კონცეფციაა, რომელიც ძალიან დიდ სივრცეს ნიშნავს, სადაც უამრავი ბრენდის მაღაზია არის განთავსებული და პატარა სოფელს ქმნის, რაც მომხმარებელს უდიდეს არჩევანს სთვაზობს. Outlet village Europeსაუკეთესო აუთლეტ სოფლებს ნიშნავს ევროპაში, რომელიც ნებისმიერი შოპინგის მოყვარულისთვის საოცნებო ადგილებია.
საქართველოში თანდათან იზრდება დაინტერესება აუთლეტ მაღაზიებზე. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ასეთი ტიპის მაღაზიებს, რაც თავის მხრივ ახალი ალტერნატივების გაჩენას საჭიროებს. ამ ტიპის მაღაზია სინტერესოა ნებისმიერი ტიპისა თუ სეგმენტის ადამიანისთვის, რადგან აქ ყველა შეუძლია იპოვოს ის, რასაც ეძებს. აუთლეტ სოფლის კონცეფცია საქართველოსთვისა და ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ იდეალური ადგილი იქნება და მათ შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან ერთად ადგილობრივი ბრენდებიც აღმოაჩინოს. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის კონცეფცია საკმაოდ პოპულარულია უცხოეთში, ჩნდება მოლოდინი იმისა, რომ ასეთი ადგილი მოიზიდავს უცხოელ სტუმრებსაც. აუთლეტ სოფელი თბილისთან ახლოს განთავსდება, რომელიც ტოლს არ დაუდებს ევროპულ ანალოგებს და ევროპა-აზიის გზაგასაყარზე ყველაზე დიდი იქნება. Outlet village Europe მოძებნისას ნებისმიერ სტუმარსა და ვიზიტორს საშუალება ექნება ამ რუკაზე საქართველოც აღმოაჩინოს.
(R)









