“მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა – იქ ომი და სიკვდილი. რუსეთი ის ძალაა, რომელსაც სურს დახმარება და არა წართმევა”, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვმა ლუგანსკში სამუშაო ვიზიტის დროს ერთ-ერთ შეკრებაზე განაცხადა.
ბიბილოვმა კიევს მოუწოდა, დონბასში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად შეასრულოს მინსკის შეთანხმება.
2021 წლის მარტის ბოლოდან, უკრაინის აღმოსავლეთში, რეგიონში, ერთმანეთს უკრაინის თავდაცვის ძალები და პრორუსი მებრძოლები უპირისპირდებიან. კიევის ცნობით, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკებს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ოფიციალური მოსკოვი უწევს, რასაც რუსეთის ფედერაცია უარყოფს.











