fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საერთაშორისო მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება

12:54 July 12, 2021
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
2.5k
ნახვა

საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი Googles-ის საძიებო სისტემაში მეტწილად, შემდეგი აღწერით იძებნება – „ქართველი ოპერატორი ანტი-ლგბტქ აქტივისტების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა”.

გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ ლექსო ლაშქარავას თავს თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაესხნენ.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალები ფაქტს გამოეხმაურა ტელეკომპანია BBC.

„ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განხორციელებული თავდასხმების გამო სახეზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ის საავადმყოფოდან გაწერეს. ტვ-პირველის რედაქტორმა ლექსო ბოლოს პარასკევს ნახა და ამბობს, რომ ოპერატორი ძლიერ ტკივილებს უჩიოდა. ლაშქარავა კვირა დღეს გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო”,- წერს BBC.

როგორც BBC აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანთა დისკრიმინაცია უკანონოა, „აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარე ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია”.

გამოცემას ასევე მოყვანილი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადება, სადაც ღარიბაშვილი ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს „წარმოუდგენელ  ტრაგედიად” მოიხსენიებს.

 

BBC
BBC

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება ბრიტანული გამოცემა The Guardian-იც.

Guardian-ი წერს, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში მომუშავე ოპერატორი გარდაცვლილი საწოლში მას შემდეგ იპოვეს, რაც მემარჯვენე, თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეე ძალებმა სასტიკად სცემეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოვლენების შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

„​ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს საერთაშორისო ორგანიზაცია –  „რეპორტიორები საზღვრების გარეშე” და ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, პოლიციამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო”,- ნათქვამია The Guardian-ის სტატიაში.

Guardian-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მედიასაშუალებები და უფლებადამცველები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ და მას ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

„კრიტიკოსები ქართული ოცნების ხელისუფლებას ჰომოფობიური და ნაციონალური ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომლებიც პრო-დასავლური პარტიების მიმართ პროტესტს გამოხატავენ”,- აღნიშნავს Guardian-ი.

ლექსო ლაშქარავა
ლექსო ლაშქარავა

 

„ჟურნალისტი, რომელსაც თავს ანტი-ლგბტქ აქტივისტები დაესხნენ, გარდაიცვალა”,- ამ სათაურით ეხმაურება DW ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს.

გამოცემას მოყვანილი აქვს ტვ-პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობა არა მხოლოდ უწყობს ჟურნალისტებზე ძალადობას ხელს, არამედ თვითონ არის ამის ნაწილი.

DW წერს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიგეგმა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ  თბილისი პრაიდის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  ქართული საზოგადოებისთვის აქციის ჩატარება მიუღებელი იყო, რამაც მემარჯვენე და მოწინააღმდეგე ჯგუფების მხრიდან შესაბამის რეაგირებას შეუწყო ხელი.

 

DW
DW

Reuters-ი კი აღნიშნავს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით, თბილისის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.

გამოცემა წერს, რომ ლაშქარავას ოჯახი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა და ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა.

„პროტესტის ნიშნად ქალმა მთავრობის კანცელარიის შენობას წითელი საღებავი შეასხა”,- წერს Reuters-ი.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტით დაინტერესდა Bloomberg-იც.

„ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორებისა და მედია საშუალებების წარმომადგნების უსაფრთოხოება ვერ უზრუნველყო. შსს-მ ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“,- წერს Bloomberg-ი.

გამოცემას მოყვანი აქვს ჟურნალისტის, ვახო სანაიას კომენტარიც, სადაც ის ღარიბაშვილს გადადგომისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მომხდარი ძალადობა დაგმო.

 

მომზადებულია BBC-ს, Guardian-ის,  DW-ს, Bloomberg-ის, Reuters-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

 

თეგები: ლექსო ლაშქარავასაერთაშორისო მედია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დააკავეს პირი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა – შსს

July 18, 2021
922
საზოგადოება

ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო კომისიის შექმნას მოითხოვს

July 15, 2021
854
პოლიტიკა

არ არსებობს არგუმენტი, რაც შეიძლება მთავრობის გადადგომის საფუძველი გახდეს – ფრიდონ ინჯია

July 13, 2021
885

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია