fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

14:02 June 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
904
ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “პრიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად შვიდი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის სამმა ქვეყანამ – საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ისტორიული და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს თავიანთი ევროპული მომავლისკენ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. ისინი მოიცავდნენ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სფეროებს და წარმოადგენენ ყველაზე ამბიციურ შეთანხმებებს, რომლებიც ევროკავშირს ოდესმე თავის მეზობლებთან დაუდია. ამ შეთანხმებებმა გააერთიანა ჩვენი თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება და კეთილდღეობის სახელმწიფო მშენებლობის პროცესები. მათ არსებითად განაახლეს სამი აღმოსავლელი პარტნიორის ურთიერთობა ევროკავშირთან და მტკიცედ განალაგეს ისინი ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე, აღიარეს რა ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები, აგრეთვე საერთო ისტორია და ღირებულებები, რომლებსაც დანარჩენ ევროპასთან ვიზიარებთ. ევროკავშირი გახდა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი, მთავარი ინვესტორი და დანიშნულების ადგილი მილიონობით ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებიც იქ უვიზოდ მოგზაურობენ.

შეთანხმებები წარმოადგენს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის გაძლიერებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩოს, რომელსაც ისინი თანდათანობით მიჰყავს ევროკავშირის შიდა ბაზართან ინტეგრაციისკენ. შეთანხმებები წარმოადგენს ეფექტიან და ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს სამი ასოცირებული პარტნიორის დინამიური რეფორმის პროცესში. ევროკავშირისთვის ეს ასევე გახდა ძლიერი ინსტრუმენტები ამ ისტორიული და რთული ტრანსფორმაციის გზაზე ჩვენს გვერდით ყოფნისათვის და დასახმარებლად.

ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ ხელმოწერის დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის არა რიგითი შეთანხმებები, არამედ მთელი ეტაპები ჩვენი ურთიერთობებისა და მთლიანად ევროპის ისტორიაში.

მას შემდეგ ასოცირებული პარტნიორები თანმიმდევრულად და სტაბილურად ახორციელებენ შეთანხმებებს. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირებაში, ვაჭრობის ლიბერალიზაციაში, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის გარდაქმნაში, ადამიანთა შორის კონტაქტების დამყარების საქმეში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში, გარემოს დაცვის დღის წესრიგის გაუმჯობესებაში და უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენი დემოკრატიებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესება ყოველთვის იყო და რჩება არსებით პრიორიტეტებად. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებს.

რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირებისას გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ დგანან უსაფრთხოების გამოწვევების, განსაკუთრებით კი, მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე.

რუსეთის მიერ განხორციელებულმა ანექსიამ და უკანონო ოკუპაციამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე და ასევე მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულმა გადაუჭრელმა კონფლიქტმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს და დაანგრია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევებმა მნიშვნელოვნი დესტაბილიზაცია გამოიწვია ევროპულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში და შეარყია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირთან ერთად ვიმუშავოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც სამ დამოუკიდებელი ერს, ჩვენ გავერთიანებს ჩვენი ევროპული არჩევანი, და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის სურვილი. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხებში. ასოციაცირების ტრიოს შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებაში შემდგომი პროგრესისკენ და შეისწავლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული განვითარების ახალ იმპულსს პარტნიორების ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინებით.

ევროკავშირში გაწევრიანების ძირითადი მიზნის მიღმა, ასოცირების ტრიო, DCFTA – სთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ასევე იმუშავებს ევროკომისიისა და პარტნიორებს შორის არსებული დიალოგის დღის წესრიგის ისეთ ახალ თემატურ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, განათლება, სამართლიანობა და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ DCFTA-ს ჩარჩოს მიღმა, მოვძებნოთ დამატებითი ინსტრუმენტები ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, ასევე ევროკავშირთან ძლიერი, უსაფრთხო და საიმედო კავშირის გასაძლიერებლად”, – წერია ოპედში.

თეგები: საგარეო საქმეთა სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

September 5, 2021
771
მთავარი ამბავი

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

August 15, 2021
797
პოლიტიკა

ცინიკური და სრულიად მიუღებელია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი – საგარეო უწყება

August 6, 2021
909

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია