ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბარსელონაში მდებარე ტაძარი, „საგრადა ფამილია“, რომელიც კორონავირუსის გამო, მარტის შემდეგ დახურული იყო, იმ ადამიანებისთვის გაიხსნა, ვინც პანდემიისას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ესენი არიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და პოლიციელები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემდეგ ეტაპზე, ტაძარში უფასოდ შესვლას ბარსელონას მაცხოვრებლები შეძლებენ.

გაუდის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ შედევრს ესპანეთში ყველაზე მეტი ვიზიტიორი ჰყავს. მას წელიწადში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი სტუმრობს.












