ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე დაგვიანებული იყო.
„მიუხედავად ადმინისტრაციის პროპაგანდისა და ტრამპის მოთხოვნებისა, რომ კორონავირუსზე ტესტირების ტემპები უნდა შენელდეს, კორონავირუსი არ გამქრალა, იგი ჯერ კიდევ აქ არის და ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის ამერიკელების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას…
ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად მკაფიო მესიჯი ფედერალური მთავრობის ხელმძღვანელობისგან იმის თაობაზე, რომ საჯაროდ ყველამ უნდა ატაროს პირბადე, წერტილი“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ახლა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატია.











