სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.
ომბუდსმენის ამბობს, რომ ასეთ დროს ქვეყენაში ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს.
„სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს რამე ეფექტიანი ფორმატი და მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა, ისეთი შემთხვევები განეხილა, რომელიც ეხება ადამიანების გატაცებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზთან. სამწუხაროდ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატი შეჩერებულია. იგივე ჟენევის ფორმატში მსგავსი საკითხები დროულად ვერ წყდება და ამ თვალსაზრისით ხშირად არაეფექტურია ეს ფორმატი.
ქართულმა მხარემ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს ფიქრი იმაზე, რომ ალტერნატიული მექანიზმები შეიქმნას, მეტად უნდა ჩავრთოთ ადამიანის უფლებების დამცველები, ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლებიც ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის უნდა გადაწყდეს როგორ რეაგირებს სახელმწიფო ასეთ საკითხებზე, ინდივიდუალურად, თუ სტრატეგიულად უყურებს და საერთაშორისო სასამართლოებში მივდივართ სტრატეგიული სამართალწარმოების გზით.
ეს ყველაფერი არის გასაანალიზებელი და ამ ვითარებაში საჭიროა გამოსავლის პოვნა საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზაზა გელხაური 11 ივლისს დაჭრეს და გაიტაცეს.










