“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ასახელებს კომპრომის, რომელზეც რიგგარეშე არჩევების სანაცვლოდ, ოპოზიცია წავა, ამ თემაზე კომენტარი გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის მაგალითი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ჩემი აზრით, ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს. აქედან გამომდინარე, შევხედოთ, რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი“, – განაცხადა ვაშაძემ.










