fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

23:51 March 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოზე საუბრისას, ანგარიში გასულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. შეფასება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეფუძნება.

„COVID-19-ის გამო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობა გამოყო. წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი ტური კონკურენტუნარიანი იყო და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგრამ „გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანების შესახებ შეამცირა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო: სერიოზული პრობლემები სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ, მათ შორის დაკავებები, გამოძიებები და დევნა, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული იყო; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; შეზღუდული პატივისცემა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი; დანაშაული, რომელიც მოიცავდა ძალადობასა და მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი პირების მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დარღვევის ზოგიერთი შემთხვევის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება, მათ შორის ანგარიშვალდებულების არარსებობა პოლიციის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებისთვის ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქართველოში გატაცებისა და აზერბაიჯანისათვის გადაცემის საქმეზე.

ანგარიშში ასევეა საუბარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო მთავრობები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდნენ. ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება ძალაში რჩებოდა. რუსი მესაზღვრეები ზღუდავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან საკითხებში შედიოდა: უკანონო მკვლელობა, მათ შორის სამხრეთ ოსეთში; უკანონო დაკავებები; გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისათვის; ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის შეზღუდვა; და შეზღუდვები ეთნიკურად ქართველებისთვის საკუთრების ფლობის ან ბიზნესის დარეგისტრირების კუთხით. გაიზარდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების რუსული „ბორდერიზაცია“, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა მოძრაობა და რაც მოსახლეობას საკუთარი თემებისა და საარსებო წყაროსგან ჰყოფდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

თეგები: საქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ქართველებო, გელით ნატოსა და ევროკავშირში – პოლონეთის პრეზიდენტი

May 26, 2021
796
პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს

May 25, 2021
803
პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიანე: საქართველოს გულშემატკივრებსა და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო

May 18, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია