fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას – ფინანსთა მინისტრი

13:48 June 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

1-ელ ივნისს, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ საბაჟო პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაეცნო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და გამტარუნარიანი საბაჟოა.

მასთან ერთად ადგილზე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

სამუშაო თათბირზე ფინანსთა მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შესახებ და მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალოების კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის.

როგორც აღინიშნა, სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას ახალი სამსახურებრივი ფორმები და ეკიპირება აქვთ.

გლობალური პანდემიის მიუხედავად, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად სრულდება საბაჟო პროცედურები. დახარჯული დროის საშუალო მაჩვენებელი, მაგალითად „სარფის“ საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალების შემოსვლიდან – კონტროლის ზონის დატოვებამდე, საშუალოდ მხოლოდ 7 წუთს შეადგენს.

ბოლო 6 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით გადაადგილებულმა, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ  – 174 841 შეადგინა. ამჟამად საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ მოვალეობას 124 მებაჟე ოფიცერი ასრულებს.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება, ვიზიტორის მიერ, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან PCR-ტესტის აღებიდან, 72 საათიანი პერიოდულობის მქონე უარყოფითი პასუხით.

ამასთან ხაზგასმით განვმარტავთ, რომ არავაქცინირებული ვიზიტორი საზღვრის კვეთისას ვალდებულია წარადგინოს, ბოლო 72 საათიანი ვალდებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი და აგრეთვე  მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს PCR-ტესტირება.

თეგები: ლაშა ხუციშვილიფინანსთა მინისტრი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს – ფინანსთა მინისტრი „ნამახვანჰესზე“

September 27, 2021
789
ეკონომიკა

უნდა ჩამოყალიბდეს ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები – ფინანსთა მინისტრი

August 6, 2021
810
ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

August 5, 2021
769

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია