საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.
მხარი დაუჭირა 117 დეპუტატმა, წინააღმდეგი 3 დეპუტატი აღმოჩნდა.
მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, რადგან „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. ოპოზიციის თქმით, 8 მარტის შეთანხმება სანახევროდ სრულდება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, ბარიერი კი 1% იქნება.
აღნიშნული შეთანხმება 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შედგა.
რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება – არჩევნები 2020











