fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება მისასალმებელია, მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების შესრულება – NGO-ები

13:31 June 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ მნშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს.

„21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას, რაც როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება 2020 წლის არჩევნების წინ ქვეყანაში სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია და, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ ცვლილებების მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 8 მარტის შეთანხმება, საარჩევნო სისტემის საკითხის გარდა, ასევე ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების საკითხის გადაჭრას. გასულ კვირაში პოლიტიკური დიალოგის საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ გაკეთებული განცხადება მკაფიოდ მიანიშნებს, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულებული არ არის.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, უზრუნველყოს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რათა გამოირიცხოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებისთვის გამოყენების განცდა და ამასთან, დროულად და დაბრკოლებების გარეშე იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

იმის გათვალისწინებით, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში სტაბილური, უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმებით შესასრულებლად და გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დროულად დამტკიცდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)

 

თეგები: არასამთავრობო ორგანიზაციები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა- NGO

August 25, 2021
824
საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა და შსს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა

July 11, 2021
793
პოლიტიკა

პაპუაშვილი: არასამთავრობების გეგმა იყო, ცესკო არ დაკომპლექტებულიყო, რაც აღმაშფოთებელია

July 9, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია