სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის სოფელ ჭობარეთში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი თანასოფლელებმა გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სამართალდამცველები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გარდაცვლილს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.











