fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების ნაწილს, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს

12:17 June 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

“შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს”, ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ზედმიწევნით შესრულდეს მიშელის შეთანხმება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას საფრთხე შეუქმნას, ძალიან ცუდად იქნება აღქმული.

დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს საკანონმდებლო ორგანოში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და ასევე, გვექნება შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ასევე, იმ ადამიანების ჯგუფთან, ვინც მუშაობს საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაზე.

ჩვენი მთავარი თემა, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის, რა თქმა უნდა, მიშელის შეთანხმების შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და უნდა შესრულდეს ზედმიწევნით მიშელის შეთანხმება. ერთი რამ ფაქტია – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, ძალიან ცუდად აღქმული იქნება.

დღეს ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეების მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც ამ „კლანის“ მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს. ეს არის ის დისკუსია, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან. მიგვაჩნია, რომ ზეწოლა უნდა გაიზარდოს ყველანაირი საშუალებებით, რომ ჩვენს ქვეყანას არ წაერთვას შანსი, მართლა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. არსებული სასამართლოს სისტემით, მაშინ როცა კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არსებობს და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ჩვენს წინაშეა, რეალურად საქართველოს შანსი, რომ წინ წავიდეს ნატო-ს მიმართულებით, არ აქვს. ეს მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირებისგან.

დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგად მივიღებთ ძალიან მკაფიო არამხოლოდ გზავნილებს არამედ კონკრეტული ზეწოლის მექანიზმებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე, მიშელის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრავე კანდიდატს მხარი დაუჭირა, სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება და კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

თეგები: მოსამართლეებისალომე სამადაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ – სალომე სამადაშვილი

December 30, 2021
778
პოლიტიკა

მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, არც ის გაგვიკვირდება, კალმები აეცალა მწერლებისგან, რატომ ერჩით “ლიტერას”? – სამადაშვილი წულუკიანს

December 3, 2021
808
პოლიტიკა

მომეჩვენა, რომ შარლ მიშელს აქვს განცდა, რომ არსებობს სივრცე ვითარების შესაცვლელად, სწორედ ამიტომ იყო თავშეკავებული – სამადაშვილი

July 30, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია