„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ ინტერნეტით შეიტყო. ამის შესახებ ის პირველ არხთან საუბრობს.
„არ ვიცი არაფერი. მეც ახლა ინტერნეტით გავიგე. ვერფერს გეტყვით. ალბათ, პარტია გააკეთებს განცხადებას. მე უბრალოდ არც შეხვედრებზე დავდივარ და არაფერი. ამიტომ თავს შევიკავებ. რამე რომ ვიცოდე, გეტყოდით.
არ ვარ საქმის კურსში და არ ვიცი, ეს განცხადება ნამდვილად გააკეთა, როდის და სად გააკეთა. მე პირადად საქმის კურსში არ ვარ. ამ განცხადების ნამდვილობაც კი არ ვიცი და აბა როგორ ვთქვა რამე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.











