„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას გაყალბებული არჩევნების ბათილად ცნობა მოუწევს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე სამადაშვილმა საზოგადოებას დღეს, 16:00 საათისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
ამასთან, სამადაშვილმა ცესკო-ში ოპოზიციიდან წარმოდგენილ საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართა, ხელი არ მოაწერონ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც მისი თქმით, გაყალბებულია.
„დღეს გავიღვიძეთ ახალ რეალობაში ბიძინა ივანიშვილმა ღამე დემოკრატია გააუქმა. მივმართავ, კომისიის წევრებს – ახლა მიმდინარეობს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაფორმება. ოპოზიციური პარტიებიდან კომისიაში წარმომადგენლებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს. მივმართავთ, ყველა კომისიის წევს, ხელი არ მოაწერონ არც ერთ ოქმს არავითარი ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











