საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები“, – აღნიშნულია განცხადებაში.











