ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე ეხმაურება.
„მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, რაც მიზნად ისახავს ამ მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა სუფევდეს და ცეცხლის შეწყვეტა მოქმედებდეს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.











