fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სალომე ზურაბიშვილი: სიმბოლურია, რომ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში დამოუკიდებელი ჯარის მთავარსარდალი

12:02 May 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

„სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში დამოუკიდებელი ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ყველა ბრძოლაში, ომსა თუ სამშვიდობო მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა.

„26 მაისი საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. მინდა, ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად ემსახუროთ სამშობლოს. მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი. უნდა გვახსოვდეს მისი სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცებისგან. სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება და მინდა, სახელმწიფოს სახელით ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღესვე, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

  • გენერალ კვინიტაძის შთამომავალი: ბაბუას ოცნება იყო დაკრძალულიყო საქართველოში

თეგები: დამოუკიდებლობის დღესალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

December 8, 2021
794
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

November 22, 2021
778
პოლიტიკა

საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – სალომე ზურაბიშვილი

October 21, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია