სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის, – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.











