fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ისევეა დროსა და სივრცეში აცდენილი, როგორც თავად ეს ფიგურა – უგულავა

16:46 February 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
885
ნახვა

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროსა და სივრცეშია აცდენილი ისევე, როგორც თვითონ ეს ფიგურა, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ის ახალ პრემიერს მოუწოდებს, არ მისცეს სხვადასხვა რჯულის პოლიტიკოსებს საშუალება, რომ ქულები ჩაიწერონ. რა მისი საქმეა, ვინ რა ქულებს ჩაიწერს? იმის მაგივრად, რომ გააცნობიეროს კრიზისი, გვეუბნება წინაპირობების გარეშე უნდა იყოს მოლაპარაკებებიო. თუ წინაპირობების გარშე უნდა იყოს მოლაპარაკებები, მაშინ რატომ უყენებ მოთხოვნებს ამ შემთხვევაში მთავრობას? სამწუხაროდ, ეს ქალბატონი ორგანული ნაწილია „ქართული ოცნების” და არაფრით არ განსხვავდება ღარიბაშვილისგან. თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა სურს, რომ მომლაპარაკებლის როლი იტვირთოს, რასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს, ამისთვის მინიმალური ნდობაა საჭირო. ამიტომ, მას მინდა მოვუწოდო, თუ უნდა რაღაცნაირად გახდეს პროცესის ფასილიტატორი, ამ ნდობისთვის აუცილებელია, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა. თუ ეს ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან გადადგმული, ეს იქნება აღქმული ჩვენი მხრიდან, როგორც სწორი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციის დეესკალაციას ხელს შეუწყობს, რადგან ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ვალდებულებაა გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური აღქმადობის საქმეების უკან წაღება.

სამწუხაროდ, ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ მთავრობა, რომელიც გველაპარაკება, რომ ადამიანის ზრუნვით ფრთები ამოდის. ვნახეთ, მთავრობა, რომელიც გვეუბნება, რომ ესებუა იმიტომ გაუშვა, რომ იქ რამე არ მომხდარიყო, მას შემდეგ დასდევს და ხუთასი ათასიც გაატანა. ეს მთავრობა აპირებს შემოვიდეს შენობაში, სადაც ასობით ჟურნალისტი და კიდევ მეტი სხვადასხვა გულანთებული ადამიანია. ერთ შემთხვევაში, გვეუბნებიან, რომ ზრუნავენ და მძევლების ამყვან ტერორისტს ფიანდაზად უშვებენ, მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ შეიძლება აქ შემოვარდნენ და კატასტროფა დაატრიალონ. 40 000 ლარის გირაოს გამო შეიძლება, სახელმწიფომ ასეთი რამ ჩაიდინოს? სად არის ლოგიკა ან ჯანსაღი აზრი? ერთადერთი გამოსავალი სიტუაციის დეესკალაციის არის, მოხდეს დეზოლვირება იმ გადაწყვეტილების, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებას ითვალისწინებს და დაუბრუნდნენ მაგიდას. ეს არ იქნება სისუსტის დემონსტრირება, არამედ ჯანსაღი აზრის დემონსტრირება. შემოვარდნა იქნება სისუსტის დემონსტრირება, რადგან შემოვარდნას ექნება პასუხი, ექნება საერთაშორისო პასუხიც და ჩვენს თავს დავიცავთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში, სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი.

 

თეგები: გიგი უგულავასალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

December 8, 2021
793
პოლიტიკა

“კარგი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს” – გიგი უგულავა ჯარიმაზე

December 1, 2021
988
სამართალი

გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

December 1, 2021
789

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია