fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც იქნება სასურველი მხარეებისთვის“ – რა შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებს

12:39 October 3, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
828
ნახვა

„მინდა მივმართო ჩვენი ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელისუფლებას, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა მივმართო მათ დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია შედგეს ნებისმიერი მოლაპარაკება მხარეებს შორის.

„მინდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მაგრამ, ამასთანავე, მთელი ქართული საზოგადოების სახელით, გამოვთქვა ღრმა მწუხარება იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მოყვა კონფლიქტს ჩვენს მეზობელ და მეგობარ ორ ქვეყანას შორის.

მინდა მივმართო ჩვენი ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელისუფლებას, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა მივმართო მათ დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მისი ეკონოიმიკური უზარმაზარი როლი მსოფლიოსთვის.

ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავურთხილდეთ. მინდა, ასევე მივმართო მინსკის ჯგუფს, რომელსაც ასევე აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის მიმართ და მის თანათავმჯდომარეებს, მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარაკება. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც იქნება სასურველი მხარეებისთვის. ასევე მინდა მივმართო ევროკავშირს – ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა ვართ აღმოსავლეთ პარტნიორები.

თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა ამ რეგიონში და ის ასევე არის ევროკავშირის ინტერესში, მან თავისი ძალები ასევე უნდა გამოიყენოს მშვიდობისთვის და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. ეს არის სამივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის არაფერი უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

December 8, 2021
793
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

November 22, 2021
778
პოლიტიკა

საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – სალომე ზურაბიშვილი

October 21, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია