„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ლიეტუვას ელჩის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„2008 წელს, რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე, ევროკავშირში ლიეტუვას ელჩი, პირველი იყო, ვინც ბრუსელში საელჩოში მესტუმრა, მხარდასაჭერად. დღესაც მისი კოლეგა ისტორიის სწორ მხარეს დადგა, იციან, თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი“, – წერს სამადაშვილი სოცქსელში.
ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლიეტუვას ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა მივიდა. მისი თქმით, მივიდა, რადგან სოლიდარობა გამოხატოს იმ მოვლენების მიმართ, რაც ხდება, რადგან მომავალზე ღელავს.











