სამართალმა პური ჭამა, – ასე ეხმაურება „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას.
ლევან იოსელიანის თქმით, ისტორიული დღეა.
“ნამდვილად ისტორიულ დღეს მომიწია ტრიბუნასთან დგომა. არ მოველოდი, რომ ჩემი საკითხის განხილვის დროს, როდესაც პირველი მოსმენით გამომაქვს კანონპროექტი, ვიხილავდი ენმ-ს პარლამენტში. პირველ რიგში, მოგილოცავთ პარლამენტშ შემობრძანებას.
მე არ ვაპირებ ახლა, ეს ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ პასუხი გავცე ყველა იმ ბრალდებას, იმ ტალახს რაც თქვენ, თქვენმა პარტიამ მე და ალეკოს გვესროლეთ. ამის საშუალება აუციელბლად გვექნება, აუცილებლად ყველაფერზე გაგცემთ პასუხს, უბრალოდ, ვიტყვი ერთ რამეს, რომ სამართალი ნამდვილად ურმით დადის და დღეს ის დღეა, როცა სამართალმა პური ჭამა და თქვენ სხედხართ აქ და მე ვდგავარ ტრიბუნასთან და გესაუბრებით”, — განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ











