„სამართლებრივად უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ექთანს გადატანილი კორონავირუსი, იყო თუ არა სისხლში ანტისხეულები“,- ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა, გიორგი ჩალაძემ, კომასი მყოფი ექთნის გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი ჩალაძე ამბობს, მონაცემები „ასტრაზენეკას“ უნდა გადეგზავნოს.
„ახლა მთავარია გაირკვეს, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. სამართლებრივად უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ექთანს გადატანილი კორონავირუსი, იყო თუ არა სისხლში ანტისხეულები. ამის დადგენა მარტივად შეიძლება სისხლის ანალიზით. ვურჩევ ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ გადააგზავნოს აღნიშნული ლეტალური შედეგის გამომწვევი მიზეზი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიაში“,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
შეგახსნებთ, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გააგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.











