fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საქართველომ შეიძინა, იმედია, ჩვენს თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს – თეა წულუკიანი

17:22 January 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
811
ნახვა

სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საქართველომ შეიძინა, იმედია, ჩვენს თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს, თუ ეს ვერ მოხდება, მომავალ თაობებს აქვთ დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას აადვილებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანას და თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მსხვერპლი იყო აგვისტოს ომის, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც დადგა ევროპულ სასამართლოში 21 იანვარს, როცა ჩვენ პირველად, დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც, იმედი მაქვს, რომ ჩვენს თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს და თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ ის დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს.

ძალიან კარგია, რომ ამჟამად თქვენთან ერთად ბატონო არჩილ და კომიტეტის თავმჯდომარეები მსჯელობთ იმაზე, რომ თუ რა ძალისხმევა იქნა გაწეული ამ დავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში, როგორ იმუშავეს უწყებებმა, იქნება ეს პროკურატურის ის ტიტანური შრომა, რომელიც ჩაიდო, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების, შს სამინისტრო, რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტრო, რომლის გარეშეც იუსტიციის სამინისტროს გაგვიჭირდებოდა ამ დავაზე კოორდინაცია, ასევე ჩვენი დიპლომატები და სხვა უწყებები. მათ მოვუსმინოთ თუ რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა, იმიტომ რომ საზოგადოებას, მე ვფიქრობ, ვინაიდან დავა უკვე დასრულებულია, აქვს უფლება, რომ გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ეს ინფორმაცია მიიღოს. რა თქმა უნდა, ახლა იქ, სადაც მე ვმსახურობ, ეს არ იქნება ჩვენი კომიტეტის ასე ვთქვათ, წამყვანი ფუნქცია, მაგრამ როგორც ამ პროცესში ჩართული პირი, რა თქმა უნდა ვარ ამ დისკუსიაში და მინდა, რომ ეს პროცესი წავახალისოთ, რომ პარლამენტმა მოუსმინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას თუ რა კეთდებოდა.

რაც შეეხება ჰააგის გამოძიების ბედს, აქ რა თქმა უნდა პარლამენტი ჩართულია, რადგან არაერთი დოკუმენტაცია იქმნებოდა საკანონმდებლო ორგანოში თავის დროზე და ესეც საინტერესო იქნებოდა, თუმცა ეს მიმდინარე დავაა და რამდენად შეძლებს აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს ამაზე ღიად საუბარს არ ვიცით. თუმცა, ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი, სათქმელი და მინდოდა კიდევ ერთხელ მომელოცა ეს პროცესი ასე ვთქვათ, გვეთქვა რომ გახსნილია და კომიტეტები ამ პროცესს მისცემენ კონკრეტულ ფორმას მომდევნო ათი დღის განმავლობაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეგები: თეა წულუკიანირუსეთ-საქართველოს ომისტრასბურგის სასამართლო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თეა წულუკიანი – კულტურის სამინისტროსთან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა​, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე

January 23, 2022
769
პოლიტიკა

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი – წულუკიანი

January 23, 2022
760
პოლიტიკა

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია – თეა წულუკიანი

December 30, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია