fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამართლებრივი ნონსენსია, რომ ჩვენმა სარჩელმა საფრთხე შეუქმნას არჩევნებს – საია

17:22 September 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, ირაკლი კობახიძის  განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციას “რევოლუციური სცენარის” განვითარებაში დასდო ბრალი.

სიმონიშვილის თქმით, “სამართლებრივი ნონსენსია” ის, რომ  სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს.

“ქართულ ოცნებაში” გაკეთებულ განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილი ჩვენი სარჩელი არჩევნების დიაკრედიტაციას ემსახურება და კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება.

პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიას არასდროს არ ჰქონია პოლიტიკური ინტერესი ან რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მხარდაჭერის გამოცხადების განზრახვა, რაც მმართველ გუნდშიც ძალიან კარგად იციან. საია, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, ყოველთვის იყო ხოლმე ის ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ მძიმე დარღვევებზე მკაცრად რეაგირებდა და ეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსაც დაუდასტურებიათ.

რაც შეეხება ჩვენ სარჩელს, მისი შეტანა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ მაჟორიტარული საზღვრების ეს მოცემულობა, რომელსაც არაკონსტიტუციურად და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ, მესამე მოსმენაზე გაჩნდა კანონში, როდესაც ჩვენ პროცესში აღარ ვიყავით ჩართული და გავლენასაც ვერ მოვახდენდით. ამდენად, არასწორია, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საზღვრების პროცესში.

იმაზე ბევრი ვიფიქრეთ, როდის უნდა შეგვეტანა სარჩელი და არჩევნების წინ მისი შეტანა სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი დაკავშირება არჩევნების შედეგებთან და ამ ფაქტით მანიპულირება არ მომხდარიყო.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელში არ დაგვიყენებია ნორმის შეჩერების მოთხოვნა და არც იმაზე ვუთითებთ, რომ ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის იდენტური შინაარსის მატარებელია, რის გამოც, სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე შეიძლება გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად (თუ რა თქმა უნდა, სასამართლო თვითონ არ მიიჩნევს ამას ასე). ამდენად, სასამართლოსთვის კანონით მიცემული ვადისა და პრაქტიკის გათვალოსწინებით, ეს საქმე არჩევნებამდე არსებითად ვერ იქნება გადაწყვეტილი და ვერც ახლო მომავალში, ხოლო სასამართლოს მიერ ჩვენი სარჩელის საფუძველზე შემდგომ გამოტანილი გადაეყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, ისევე, როგორც ეს მოხდა პარლამენტის ძველი მაჟორიტარული საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობისას.

ბატონი კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, “სამართლებრივი ნონსენსია” ის, რომ ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს და სანამ ასეთ დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები.
ხაზს გავუსვამ იმ გარემოებასაც, რომ ჩვენ არც გვაქვს უფლება, არჩევნების არაკონსტიტუციურობაზე ვიდაოთ ან რამენაირად გავლენა მოვახდინოთ მის შედეგებზე და ამას თუ სპეციალური სუბიექტი კანონით დადგენილი წესით გააკეთებს, ამაზეც არ ექნება გავლენა ჩვენ სარჩელს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ძველი გადაწყვეტილების შესაბამისად მოუწევს ისევ მსჯელობა.

ჩვენი სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი”,- წერს ნიკა სვიმონიშვილი

თეგები: საია

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

საია: 2013-2021 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ინსტიტუციური დიზაინის საკითხად იქცა

May 24, 2021
774
მთავარი ამბავი

პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია – საია

May 8, 2021
788
პოლიტიკა

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე

April 21, 2021
814

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია