ნარჩენების გადაყრისთვის ჯარიმები იზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირი ნაცვლად 500 ლარისა დაჯარიმდება 5 ათასი ლარით. იურიდიული პირი 1000 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 10 000 ლარით.
რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევაში, ფიზიკური პირი ნაცვლად 200 ლარისა, დაჯარიმდება 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი 15 ათასი ლარით
ეს გადაწყვეტილება მნიშნველოვანია იმისთვის, რომ ნარჩენების თვალსაზრისით მოვაგვაროთ არსებული მდგომარეობა. ეს კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა“,- განაცხადა კახა კალაძემ.











