„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა.
აღნიშნულ თანამდებობას ამ დრომდე ავთანდილ გალდავა იკავებდა.
აღნიშნული პოსტი ნიკოლოზ დიასამიძეს თითქმის ერთი წელი ეკავა. შემდეგ კი იგი თბილისში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ავთანდილ გალდავას ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
შსს საკადრო ცვლილებების შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: თეა შონია











