სამგორის რაიონში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა.
მათივე ცნობით, ადგილზე 14 ეკიპაჟი მუშაობს.
„სამგორში ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად. დაშავებული არავინ არ არის,“ – აცხადებენ უწყებაში.










