კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო სამხრეთ კორეა რეგულაციებს აფართოებს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საშობაო და საახალწლო დღესასწაულების წინა პერიოდში მთავრობამ ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, სათხილამურო კურორტები და სხვა ტურისტული ადგილები დახურა.
საღამოს 9 საათის შემდეგ აკრძალულია რესტორანში ვახშამი.











