სამხრეთ კორეაში იმ კატებსა და ძაღლებს, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები ექნებათ, კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
სეულის მიტროპოლიტი მთავრობის განცხადებით, კოვიდზე გაიტესტებიან ის ძაღლები და კატები, რომელთაც შემდეგი სიმპტომები ექნებათ: სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება. ასევე, ისინი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან შეხება ექნებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო,რაც ქვეყანაში კატის კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ცხოველები კოვიდზე სახლში გაიტესტებიან. ტესტირების დროს ადგილზე ვეტერინარიც იქნება.
იმ შემთხვევაში თუ ცხოველს კოვიდი დაუდგინდება, ის 14 დღის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს. მაგრამ თუ ვირუსი პატრონს დაუდასტურდება, მაშინ ცხოველს სპეციალურად განკუთვნილ ადგილას გადაიყვანენ.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით, ცხოველების კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.











