fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

18:09 October 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

დღეს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პლატფორმა საარჩევნო კომისიის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც 26 ოქტომბრის 22.00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი, ასევე კლინიკებში მოთავსებული კოვიდპაციენტების კენჭისყრაში მონაწილეობას ეხება.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის, თენგო თევზაძის განაცხადებით, ცესკომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი ამომრჩევლისთვის და ამომრჩეველს არ უნდა წაართვას ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ითხოვს სადავო ნორმის იმ შინაარსის შეჩერებას, რომელიც გამორიცხავს 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში, კარანტინში და კოვიდ ინფიცირებული ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას“- განაცხადა თევზაძემ.

„ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, ხმის მიცემის შესაძლებლობას კარგავენ ის ამომრჩევლები, რომლებიც 2020 წლის 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში.  ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით შესაძლოა ათეულობით ათასმა ადამიანმა დაკარგოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“- აღნიშნა “სამოქალაქო საზოგადიება 20/20-“-ის  იურისტმა ალიკა კუპრავამ.

შეგახსენებთ, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მიერ აკრედიტებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა.

ცესკოს დადგენილების თანახმად, 31 ოქტომბერს საკარანტინო სივრცეებში, სტაციონარებში, ასევე თვითიზოლაციაში  მყოფი მოქალაქეებისთვის  სპეციალური ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც საარჩევნო ყუთს ამომრჩევლებთან მიიტანენ.

ამ ამომრჩევლების დასადგენად კი შეიქმნება სპეციალური სიები. მონაცემებს ცესკოს სხვადასხვა უწყებები მიაწოდებენ.  ცესკო სპეციალურ სიაში ავტომატურად გადაიყვანს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არჩევნების დღეს კორონავირუსის მიზეზით სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინო სივრცეში იქნებიან მოთავსებული.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან იმ შემთხვევაში,  თუ 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მიმართავენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“.

ამ ეტაპზე აჭარაში იზოლაციაში, კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში მყოფი ამომრჩევლებისთვის 24 საარჩევნო უბანია შექმნილი.

ავტორი: ნაირა ქობულაძე 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია