fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხოლმე, დროულად აღვკვეთოთ მსგავსი ტენდენციები – ჯაღმაიძე დმანისის ინციდენტზე

14:44 May 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

„გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ ამ კონფლიქტის უფრო დიდი მასშტაბში გადაზრდის მცდელობა”, – ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე დმანისის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქო მზადაა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ინციდენტები.

„აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიცნობთ როგორც საქართველოს მოყვარულებს, მშრომელ, პატიოსან ადამიანებს და ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არის ანალოგიური. ყველას გვახსოვს, რომ მშვიდობა ჩვენს ერთ ოჯახში ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ყოველი დაყოფა ეთნიკური ნიშნით არის ძალიან საშიში. ჩვენ ვნახეთ მცდელობა, სამწუხარო ყოფითი მოვლენის გადატანის მცდელობა იყო ფართო დაპირისპირებაში, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა დიდი უსიამოვნება. ღვთის წყალობით, ამდენი ხალხის ჩარევით, სახელწიფოს მეცადინეობით, მშვიდობიანად მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა.

სამწუხაროა, რომ ძალიან არასწორ კონტექტსში იყო ნახსენები სიტყვა ეკომიგრანტები, მოსახლეობის ნაწილის მიმართ ამან გამოიწვია მათი უკმაყოფილება. საღამოს ეთერშიც ტელევიზიები მხოლოდ ამ ტერმინს ხმარობდნენ, ეს იყო საკვირველი, როცა ამ ხალხის გაღიზიანებას იწვევდა, ასე გრძელდებოდა მათ ამ კონტექტსში მოხსენიება. საჭირო არის უფრო მეტი დაფიქრებულობა, რომ არ გავაღვივოთ კონფლიქტი, არამედ ხელი შევუწყოთ მშვიდობიან თანაცხოვრებას. ალბათ მედიასაც მართებს დაფიქრება, რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, რათა ესკალაცია არ მომხდარიყო ვითარების. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საუბარი, შევაჯეროთ, დარწმუნებული ვართ, არავის ინტერესში არ შედის ეს კონფლიქტი, თუმცა უნდა ითქვას, რომ გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რაც ჩვენ ადგილზე ვიხილეთ, ცხადი გახდა, რომ გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ ამ კონფლიქტის უფრო დიდი მასშტაბში გადაზრდის მცდელობა. სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხოლმე, რომ დროულად აღვკვეთოთ მსგავსი ტენდენციები.“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, დმანისში ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა.

17 მაისს, გავრცელდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, სადაც სასურსათო მაღაზიასთან 2 ჯგუფის ჩხუბი ჩანს. კონფლიქტი ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნაზე მაღაზიისგან უარს მოჰყვა, რაც ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა.

ამასთან, როგორც ცნობილია, კონფლიქტი აღმოფხვრილია და მისი გაღვივების საშიშროება აღარ არსებობს.

ასევე ნახეთ: ნეგატიური მოვლენაა, რა თქმა უნდა, გვექნება რეაგირება – ანდრია ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრაზე

თეგები: ანდრია ჯაღმაიძედმანისი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიული არჩევნების კამპანიაში – კარლ ჰარცელი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

September 22, 2021
817
მთავარი ამბავი

პოლიციამ წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დმანისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

September 22, 2021
775
საზოგადოება

ეკლესიის მოწოდება არ არის ადამიანების წინააღმდეგ მოწოდება, ეს არის ცოდვის წინააღმდეგ მოწოდება – ანდრია ჯაღმაიძე

July 5, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია