ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დავით გოგუა ბავშვების მიერ მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ მომხდარს გამართლება არ აქვს.
მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო და ყველა დეტალს დაადგენს.
“სამწუხაროა ფაქტია რაც მოხდა, ამას გამართლება ნამდვილად არ აქვს. დაწყებულია გამოძიება, რომელიც ყველა დეტალს გაარკვევს. საწყის ეტაპზე არ გვქონდა ინფორმაცია, როგორც კი გავიგეთ, რომ აქ ბავშვები იყვნენ, მყისიერი რეაგირება გვქონდა და ბავშვებს მერიის შენობა დავატოვებინეთ”, – აღნიშნა დავით გოგუამ “რუსთავი 2-ის” ეთერში.











