ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 300-ლარიანი დახმარებების პროგრამას გამოეხმაურა.
„300 ლარი არ არის საკმარისი. ეს არ არის მაღალი თანხა. ეს არის დროებითი შეზღუდვა და ამ შეზღუდვების მოხსნისთანავე სამუშაო ადგილები აღდგება.
მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ უამრავი თანხა იხარჯება ანტიპანდემიურ პროგრამებზე და ეს არის ის თანხა რისი გაცემაც შეუძლია სახელმწიფოს“, – აცხადებს თურნავა.
მისი თქმით, ეს თანხა გათვალისწინებულია ამ შეზღუდვების პერიოდში იმ ადამიანებისთვის, ვინც მეორე ტალღის დროს სამუშაო დაკარგა, ან შეუჩერდა სამუშაო პროცესი.











