“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ის ქვეყანაში ბოლო პოლიტპატიმარი ვერ იქნება.
“ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი ღრმა რწმენით, პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით.
დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშილი ხელისუფლებაშია. თუ ოპოზიცია აქტიურები და დინამიურები ვიქნებით, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში“,- განაცხადა მელიამ.









