საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილ უკანონო გადაწყვეტილებას:
„საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. შესაბამისად, ნებისმიერ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ექნება საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო პლატფორმებზე შესაბამისი ზეწოლა, რათა ჩვენ რამენაირად შევამსუბუქოთ ჩვენი მოქალაქის ბედი ამ სამწუხარო ვითარებაში“, – განაცხადა დავითულიანმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.











