პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებთან განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს პლენარულ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით გავა.
„კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვამ გვაჩვენა, რომ პრინციპული საკითხები არ არსებობს, რომელიც უკვე არ შეთანხმდა. რა თქმა უნდა, დარჩება საკითხები, რომელიც ვერ შეთანხმდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პარტიების ერთობლივი შრომის შედეგი, მთავარია, რომ მის არსსა და პრინციპებზე ვთანხმდებით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.











