fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

20:53 February 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

საქართველოს საპატრიარქო მღვდელ ბესარიონ აპლიას განცხადებას ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ წერილს აქვეყნებს.

“2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზია ,,ამშეიკუშარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, უხეშად დაამახინჯა აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები და რუსეთის პატრიარქ უწმიდეს კირილეს მიერ გამოცემული კალენდრის ფონზე განაცხადა: – კავკასიაში რელიგიური საკითხების მოგვარება კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების კი არა, რუსეთის საპატრიარქოს პრეროგატივააო.

სიცრუეზე დამყარებული განცხადების ავტორს უნდა შევახსენოთ:

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებულ კანონიკურ საზღვრებში თვითონ აგვარებენ ყველა საეკლესიო პრობლემას.

აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად. VIII საუკუნიდან აფხაზთა საკათოლიკოსო, XI საუკუნიდან სრულიად საქართველოს საპატრიარქო, XV საუკუნიდან ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა საკათოლიკოსო ჯერ ცენტრით ბიჭვინტაში, ხოლო XVI საუკუნიდან გელათში. იქნებ აგვიხსნას მამა ბესარიონმა, რატომ აღასრულებდნენ ქართულად წირვა-ლოცვებს ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა კათოლიკოსები, იოაკიმედან დაწყებული დოსითეოზით დამთავრებული?

იმიტომ, რომ ისინი ეროვნებით მოსახლეობა იყვნენ ქართველები და ქართველთა ნათესავი კავკასიელები: აბაშიძე, ჩხეტიძე, ლორთქიფანიძე, ქვარიანი, ერისთავი, ბაგრატიონი, წერეთელი და მოსახლეობა იყო ქართველი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, XIX საუკუნეში, აფხაზეთის ეპარქიას ქართველი მღვდელმთავრები განაგებდნენ.

1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შექმნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ამბროსი. 1921-1993 წლებში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელები ყოველთვის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში.

თავდაპირველად ეპარქია, 300 000 კაცთან ერთად, დევნილი აღმოჩნდა თავისი ისტორიული მიწა-წყლიდან 1993 წლის ცნობილი მოვლენების დროს და 2008 წელამდე დევნილი სასულიერო პირები მხოლოდ კოდორის ხეობაში მსახურობდნენ, ვიდრე ისინი საბოლოოდ არ იქნენ გამოდევნილნი აფხაზეთის ტერიტორიიდან.

რაც შეეხება პატრიარქ ტიხონის მიერ აფხაზეთში უკანონოდ გაგზავნილ ეპისკოპოსს, პატრიარქი ტიხონი არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა მისი პოზიციების შესუსტებას აფხაზეთში, მაგრამ პატრიარქ ტიხონს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია არასდროს განუხილავს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში XX საუკუნეში ყოველთვის ქართველი მღვდელმთავრები იყვნენ და ეპარქია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, როგორც საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, დაადასტურა 1943 წლის ოქტომბერში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა, როდესაც სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თავის ისტორიულ საზღვრებში”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: საპატრიარქო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

October 25, 2021
793
საზოგადოება

შედგება თუ არა დიალოგი საპატრიარქოსა და აფხაზურ ეკლესიას შორის 

October 22, 2021
782
მთავარი ამბავი

10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება 

October 9, 2021
854

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია