საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მხატვარ ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანის მიწიერი ცხოვრების წიგნი დაიხურა. მარადიული ყოფის თანაზიარი გახდა დიდი მხატვარი, ქართული კულტურის უსაჩინოესი წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ ნიჟარაძე.
მისი ნამუშევრების ფერთა ჰარმონია და სიმსუბუქე იმდენად სხვა და მხოლოდ პიკოსეულია, რომ ავტორის მითითებას არც კი საჭიროებს.
ხელოვნების მოყვარულნი მას დიდ პატივს სცემენ და ფრიად აფასებენ. ამიტომაც მისმა წასვლამ ყველა დაამწუხრა.
გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსაც და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მისი ხელოვნების ყველა მოყვარულს და შევთხოვთ უფალს, რომ ბატონი ზურაბის უკვდავმა სულმა დიადი მშვენიერების სამყაროში, – ღვთის საუფლოში განისვენოს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.











