ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურაში“ ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ექვსი ფეხბურთელი.
ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობის კურსს სახლში გადიან.
„სიმპტომები როგორც კი შევნიშნეთ, პისიარ ტესტირება ჩავიტარეთ. ექვსი ინფიცირებული ფეხბურთელი გამოვლინდა. კლუბმა იქირავა ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელისთვის ბინა და ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში, სადაც დაცულია ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია. ჩვენი კლუბის ექიმი მიდის და კართან უტოვებს პროდუქტებს და მედიკამენტებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, არ საჭიროებენ სტაციონალურ მკურნალობას.
28 ოქტომბერს “თბილისის შევარდენთან” დაგეგმილი მატჩი ფედერაციასთან შეთანხმებით 25 ნოემბრისთვის იქნა გადატანილი, ხოლო 5 ნოემბრის მატჩი, რომელიც რუსთავის კლუბთან უნდა ეთამაშათ 8 ნოემბერს გაიმართება”- აცხადებს კლუბის დირექტორი ირაკლი ბერიძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











