საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო ოთხ ქალაქში კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესა.
შეზღუდვები გამკაცრდა ლიონში, ლილში, გრენობმსა და სენ-ეტიენში. ამის შესახებ BBC – წერს.
მთავრობის გადაწყვეტილებით იხურება ბარები და რესტორნები.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარება გაუარესდა რამდენიმე მეტროპოლიაში, ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა პრესკონფერენციაზე.
ქვეყანაში ინფიცირების კიდევ 18 129 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











