საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში მასობრივი ვაქცინაციის კამპანია აპრილიდან ივნისამდე პერიოდისთვის იგეგმება. ინფორმაციას bfmtv-ი ავრცელებს.
„2021 წლის დასაწყისში ვაქცინაცია ძალიან გამიზნული იქნება და ვაქცინაციის პირველ ტალღაში მოწყვლადი პირები მოხვდებიან. რაც შეეხება ვაქცინაციის მეორე ტალღას, ის აპრილიდან ივნისამდე ჩატარდება და უფრო ფართო საზოგადოებას მოიცავს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის სტრატეგიას არ გამოიყენებენ.











