საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას უახლოეს კვირებში დაიწყებს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
შეზღუდვები სამ ეტაპად მოიხსნება, რათა თავიდან იყოს აცილებული კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელება.
„შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 1 პირველ დეკემბერს დაიწყება, მეორე ეტაპი საშობაოდ შევა ძალაში, ხოლო მესამე 2021 წლის იანვარში“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.











