საფრანგეთი ვაქცინის მიმღებთა წრეს აფართოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 10 მაისიდან საფრანგეთში კორონავირუსის ვაქცინის მიღება 50 წელს და მის ზემოთ მყოფი ასაკის ადამიანებსაც შეეძლებათ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის 5,706,378 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 105,631 ადამიანი.











