საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიერ ვერანის თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის მეოთხე ტალღა ივლისის ბოლოს დაიწყოს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ვერანმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„5 დღეა, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს. არანაირი კლება არ აღინიშნება. ეს ყველაფერი კი დელტა ვარიანტს უკავშირდება, რომელიც სწრაფად ვრცელდება. დიდი ბრიტანეთის მაგალითიდან ვხედავთ, რომ მეოთხე ტალღა ქვეყანაში, შესაძლოა ივლისის ბოლოდან დაიწყოს“,- აცხადებს ვერანი.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის 5,786,203 შემთხვევაა გამოვლენილი.











