„ვირუსის მეოთხე ტალღა აუცილებლად გვექნება“,- ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პროფესორმა ჟან-ფრანსუა დელფრესმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
დელფრესის განცხადებით, დელტა შტამის გავრცელების გამო, საფრანგეთში, ვირუსის მეოთხე ტალღა, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში იქნება.
„ვფიქრობ, ვირუსის მეოთხე ტალღა აუცილებლად გვექნება, თუმცა ის სხვებთან შედარებით უფრო სუსტი იქნება, რადგან ვაქცინაციის დონე ახლა განსხვავებულია“,- აღნიშნა დელფრესმა.








