ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესამე ლოქდაუნი თავიდან ავიცილოთ,- ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ლოქდაუნის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან მოქმედებს. შაბათ-კვირას იმ რეგიონებში, სადაც ვირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობაა, ლოქდაუნი მოქმედებს.
„ლოქდაუნის თავიდან ასარიდებლად ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. გავიკეთოთ ტესტი, ავიცრათ“,- განაცხადა კასტექსმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით 4,071,662 ადამიანი დაინფიცირდა.











